ხელოვნების სიდიადე ყველაზე ნათლად მუსიკაში მჟღავნდება. ი. ვ. გოეთე
მუსიკა ადამიანს იმ სიდიადის შესაძლებლობებს აჩვენებს, რომელიც მის სულშია. უ. ემერსონი
მუსიკა ჰაერის პოეზიაა. ჟან პოლი
ღმერთმა ჩვენ მუსიკა მოგვანიჭა, რათა უპირველესად მისი საშუალებით ავმაღლდეთ. ფ. ნიცშე
მუსიკა სულის გაუცნობიერებელი ვარჯიშია მათემატიკაში. გ. ლაიბნიცი
როდესაც ჩვენ ყურით აღვიქვამთ რიტმს და მელოდიას, ჩვენი სულიერი მდგომარეობა იცვლება. არისტოტელე
მუსიკა ერთადერთი საყოველთაო ენაა. მას არ სჭირდება თარგმანი. მისი მეშვეობით სული სულს ესაუბრება. ბ. ავერბახი
მუსიკა სამყაროს უდიდესი ხელოვნებაა. ლ. ტოლსტოი
მუსიკა სულიდან ყოველდღიურობის მტვერს გამოწმენდს. ბ. ავერბახი
თუ ადამიანი კაცთმოყვარე არ არის, რას გაუგებს იგი მუსიკას? კონფუცი
ნებისმიერი ხელოვნება მიისწრაფვის იმისაკენ, რომ გახდეს მუსიკა. უ. პატერი
არქიტექტურა გაშეშებული მუსიკაა. ფ. ვ. შელინგი
მუსიკა გამოსახავს იმას, რისი თქმაც სიტყვებით შეუძლებელია და რაზე გაჩუმებაც არ შეიძლება. ვ. ჰიუგო
მხოლოდ სიყვარულს უთმობს მუსიკა, მაგრამ სიყვარულიც მელოდიაა. ა. პუშკინი
ბახი, ცოტაც და, დამარწმუნებს ღვთის არსებობაში. რ. ფრაი
როგორც იქნა, მე მოვუსმენ ნამდვილ მუსიკას. ი. ს. ბახი (გარდაცვალებისას) |